logo
ENG



UNHCR-ის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 5,5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა

02 მაი 202216:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/whad3emkse6ibi5.jpeg

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 5,5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

სააგენტოს განცხადებით, ლტოლვილთა უმეტესობა - 3 მილიონზე მეტი ადამიანი პოლონეთმა მიიღო.

გაეროს მონაცემების მიხედვით, 2 აპრილის მდგომარეობით ლტოლვილების რაოდენობა მეზობელ ქვეყნებში:

  • რუმინეთი - 825 000-ზე მეტი
  • მოლდოვა - 447 000-ზე მეტი
  • უნგრეთი - 530 000-ზე მეტი
  • სლოვაკეთი - 379 000-ზე მეტი

UNHCR-ის ინფორმაციით, 28 თებერვლიდან საზღვარგარეთიდან სამშობლოში 1 357 000 უკრაინელი დაბრუნდა.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედროა დაღუპული. 


close დახურვა