logo
ENG



UNHCR: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, მათ შორის უკრაინაში ომის გამო

23 მაი 202209:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/23/scxarea47p4c6ny.jpg

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მონაცემებით, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 100 მილიონს.

"კონფლიქტის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დევნის შედეგად იძულებით გადაადგილებული ადამიანების რაოდენობამ ახლა პირველად, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 100 მილიონს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია უკრაინის ომისა და სხვა კონფლიქტებით", - აღნიშნულია სააგენტოს ანგარიშში. 

UNHCR-ის თანახმად, ასეთი ნახტომის ერთ-ერთი კატალიზატორი რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომია.

გაერო-ში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, 14 მილიონზე მეტი ადამიანი გახდა დევნილი. მათგან დაახლოებით ექვსმა მილიონმა ქვეყანა დატოვა, კიდევ რვა მილიონი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.


close დახურვა