logo
ENG



USAID საქართველოში კორუფციასა და მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებაზე საუბრობს

08 სექ 202214:21
3 წუთის საკითხავი
 

"კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა" - ამ სათაურით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესახებ, მითითებებს მოიცავს.

დოკუმენტი ერთგვარი სახელმძღვანელოა აშშ-ის დახმარების პროგრამებისთვის, საელჩოსთვის საქართველოში, დონორებისთვის, რომლებიც "მძიმე კორუფციის ხაფანგში გაბმულ ქვეყნებში" მუშაობენ.

კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე და აღნიშნულია, რომ "2012 წლის შემდეგ, კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა".

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საკითხი უნდა გახდეს "შეერთებული შტატების მიერ კონკრეტული პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედების საფუძველი, რომელიც გულისხმობს მაგალითად კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვასა და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებას".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებაზე დაყრდნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საქართველოში არსებობს ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი, ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში და კორუმპირებული თანამდებობის პირთა დაუსჯელობა, რაც საქართველოს ხელისუფლების სინდრომია".


close დახურვა