logo
ENG



WHO: მსოფლიოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი მომავალ კვირაში 10 მილიონს მიაღწევს

25 ივნ 202009:11
3 წუთის საკითხავი
 

"მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მომავალ კვირაში 10 მილიონს მიაღწევს", - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტედროს გებრეისუსის თქმით, არაერთი ქვეყანა სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტის წინაშე უკვე დგას და ამ დროისთვის მოთხოვნა პროდუქტზე არსებულ მარაგებს აღემატება. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9 მილიონ 500-ს ათასს აღემატება. კორონავირუსს უკვე ემსხვერპლა 484 ათასი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 5 მილიონზე მეტი პაციენტი. 


close დახურვა