ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად სულ მცირე 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
"გუშინ, საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მე-15-ედ შეიკრიბა და მირჩია, გამომეცხადებინა საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად. მე მივყვები ამ რჩევას." - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ღებრეიესუსმა.
ოფიციალური პირების ცნობით, 24 აპრილის მონაცემებით, Sars-CoV-19-ით გამოწვეული გლობალური სიკვდილიანობა 2021 წლის იანვარში ეპიდემიის პიკზე, ყოველკვირეული 100,000-დან დაეცა 3500-მდე შემთხვევამდე კვირაში.
საერთო ჯამში, პანდემიამ მინიმუმ 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა ინდოეთი, აშშ, საფრანგეთი და ლათინური ამერიკის ქვეყნები.