logo
ENG



WP: რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის დაახლოებით შვიდი თვე ემზადებოდა

18 ივნ 202315:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/18/xxc58f3pombszd1.jpg

გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის დაახლოებით შვიდი თვე ემზადებოდა.

"მაშინ, როცა უკრაინა კონტრშეტევისთვის იარაღს აგროვებდა, რუსეთმა სულ მცირე 7 თვე დახარჯა, რომ მომზადებულიყო. ამ დროის განმავლობაში [რუსეთი] ცდილობდა საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერა გაეუმჯობესებინა, საბრძოლო მასალისა და საწვავის მარაგი შეევსო და დამატებითი [საბრძოლო] თვითმფრინავები შეეძინა", - წერს გამოცემა.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, რუსული ძალები კონტრშეტევის დაწყებიდან აქტიურად იყენებენ დაგროვილ დრონებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, უკრაინული ჯარები კონტრშეტევით ოპერაციებს ფრონტის სულ მცირე ოთხ სექტორში აგრძელებენ.


close დახურვა