Wall Street Journal-ის ცნობით, ირანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ დიეგო გარსიას მიმართულებით, სადაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო ბაზა მდებარეობს. ინფორმაციას გამოცემა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი ოფიციალური პირები გამოცემასთან აცხადებენ, რომ ერთი რაკეტა ფრენისას მწყობრიდან გამოვიდა, მეორე კი აშშ-ის სამხედრო გემიდან გაშვებულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო.
ასევე დასავლური მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში რაკეტები და დრონები გაუშვა ირანმა ისრაელის მიმართულებითაც. ერთ-ერთი კასეტური რაკეტის ფრაგმენტი იერუსალიმის ძველ ნაწილში, ალ აქსას მეჩეთთან დაახლოებით 350 მეტრში ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
