logo
ENG



WSJ: აშშ უკრაინის დასახმარებელ სამხედრო მისიას სახელს დაარქმევს და გენერალს დანიშნავს

25 აგვ 202223:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/r8mxwnlvguxiza2.jpg

გამოცემა The Wall Street Journal ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მომდევნო კვირებში ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებელ სამხედრო მისიას სახელს დაარქმევს და დანიშნავს გენერალს, რომელიც წვრთნებსა და დახმარების ძალისხმევას გაუძღვება.

მედიის ცნობით, ოპერაციისთვის სახელის დარქმევა ფორმალურად აღიარებს აშშ-ის სამხედრო ჩართულობას, ისევე როგორც ეს პენტაგონმა ერაყსა და ავღანეთში ოპერაციების შემთხვევაში გააკეთა (მაგალითად: ოპერაცია ერაყის თავისუფლება, ოპერაცია განგრძობადი თავისუფლება).

გამოცემა აცხადებს, რომ წვრთნებისა და დახმარების სახელწოდება ბიუროკრატიულადაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან ეს როგორც წესი გრძელვადიან, მიზანმიმართულ დახმარებას მოიცავს და ასევე ქმნის ამ ძალისხმევაში ჩართული სამხედროებისთვის სპეციალური ანაზღაურების და ჯილდოების გადაცემის შესაძლებლობებს.

WSJ-ის ცნობით, გენერლის არჩევა გულისხმობს სარდლობის შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამხედრო ძალისხმევის კოორდინაციაზე და უკრაინელებს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში დახმარების ნაცვლად რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად დაეხმარება და წვრთნებს ჩაუტარებს.

 

close დახურვა