logo
ENG



Wizz Air რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

27 თებ 202222:37
3 წუთის საკითხავი
clock 3411
2022/02/27/85z8ged958cqqi3.jpg

ავიაკომპანია Wizz Air რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ავიაკომპანია მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ყაზანში დაფრინავდა.

"იმ სანქციების პაკეტის გაგვალისწინებით, რომელზეც ევროპელი და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომას, თუ ისინი დაგვჭირდება. ამიტომ, არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ ფრენების აღდგენა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში.

მგზავრებს, რომლებსაც აქვთ ჯავშნები რუსეთის ქალაქების მიმართულებით, შეუძლიათ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია wizzair.com-ზე, ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანიის ქოლ-ცენტრს ნომერზე: +380 893 202 532.

ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება მუდმივად რჩება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა