logo
ENG



Wizz Air ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებას ამატებს

21 ნოე 202514:34
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/21/u1oaayrzydd47l9.jpg

დაბალბიუჯეტიანი Wizz Air ქუთაისიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში იწყებს ფრენებს.

ავიაკომპანიის ცნობით, პირდაპირი ფრენები 2026 წლის 12 იანვრიდან დაიწყება და კვირაში ოთხჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.

Wizz Air-მა ბრატისლავაში მიმართულებები მას შემდეგ გაზარდა, რაც ვენის აეროპორტიდან გასვლა გადაწყვიტა. ავიაკომპანიამ მიზეზად აეროპორტის მაღალი გადასახადები დაასახელა.

ვენის აეროპორტიდან ავიაკომპანიის გასვლა ორ ფაზად განხორციელდება:

  • 2025 წლის 26 ოქტომბერს ავიაკომპანია ვენის აეროპორტიდან გაიყვანს ორ ბაზირებულ თვითმფრინავს და ფრენებს შეწყვეტს ბილბაოსა და ლონდონის გატვიკის მიმართულებით.
  • 2026 წლის 15 მარტს კი გაიყვანეს დარჩენილ 3 ბაზირებულ თვითმფრინავს და ფრენებს შეაჩერებს ვენიდან ყველა მიმართულებით, მათ შორის, ქუთაისის.

Wizz Air-მა ვენაში ბაზა 2018 წელს გახსნა. ეს არის ავიაკომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა ცენტრალურ ევროპაში.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, ავიაკომპანია 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს.


close დახურვა