logo
ENG



უტევს თუ არა მთავრობა ანაკლიის პორტს ახალი ძალებით - ეიპიემ ტერმინალსს ნებართვა აღუდგინეს

31 მარ 202021:05
3 წუთის საკითხავი
 

უტევს თუ არა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტს ახალი ძალებით? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მშენებლობის შესახებ ერთხელ უკვე გაუქმებული ნებართვა ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ მაინც მიიღო.

ამ ფაქტმა ანაკლიის კონსორციუმს ეჭვი გაუჩინა, რომ მთავრობის ინტერესი „ეი პი ემ ტერმინალსის“ მიმართ კერძოა და ის ეკონომიკის გაძლიერების სურვილს სცდება. კონსორციუმის დირექტორი ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები ურთიერთგამომრიცხავია - „ოცნება" ფოთის პორტს გაფართეობის უფლებას აძლევს, მაშინ როცა კარგად იცის რომ ქვეყანას ორი პორტი არ სჭირდება. ლევან ახვლედიანისთვის ეს ნიშნავს იმას რომ მთავრობას ანაკლიის პორტის აშენება არ სურს.

ეი-პი-ემ ტერმინალსმა" ნავსადგურის მოწყობის ნებართვა გასული წლის მაისშიც მიიღო. თუმცა ანაკლიის კონსორციუმის მწვავე რეაქციის შემდეგ - ნებართვა მალევე შეჩერდა. დღეს „ქართულ ოცნებაში" ამაზე საუბარი არავინ ისურვა.

არადა მთავრობა, კონკრეტულად კი პრემიერ მინისტრი  გაჭიანურებული მშენებლობის გამო, კრიტიკის ადრესატი არაერთხელ გამხდარა. მათ შორის კონგრესმენების მხრიდანაც. უმწვავეს წერილში ანაკლიის პორტის მშენებლობასა და საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერებაზე ეწერა. თუმცა კრიტიკის მიუხედავდ არაფერი შეცვლილა - მთავრობას კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვეტილი აქვს, პროექტი კი შეჩერებული. 


close დახურვა