logo
ENG



ბევრ თანამშრომელს საერთოდ არ აქვს აღებული ხელფასი - ონკოლოგიურის ექიმებს 9 თვეა ხელფასი არ აუღიათ

03 მაი 202013:55
3 წუთის საკითხავი
 

ექიმები ხელფასებს დაგვიანებით იღებენ. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, როგორც "ფორმულამ" გაარკვია უარესი მდგომარეობაა ონკოლოგიურ საავადმყოფოში.

ექიმების თქმით, ხელფასი მათ 9 თვის დაგვიანებით ერიცხებათ. ამის პარალელურად კი, კლინიკის ადმინისტრაციას თვიური  შემოსავალი არ უნაზღაურდება. 

"თებერვალი, მარტი და აპრილი ჩარიცხეს ნაწილ-ნაწილ, მესამედი. თუმცა ბევრ თანამშრომელს საერთოდ არ აქვს აღებული. შარშანდელი ივლისის ხელფასი კიდევ არაა დაფარული. გვეუბნებიან, რომ შესრულებული სამუშაო არაა იმდენი, ხელფასები რომ დაგვიფარონ. ადმინისტრაცია კი ყოველთვეში იღებს ხელფასს",-აცხადებს გია ლეჟავა.

ექსპერტები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ მთავრობა ვალდებულია პრობლემა მოაგვაროს. 

"9 თვეა ხელფასები არ აქვთ აღებული. ამაზე არაერთი საპროტესტო აქცია გაამრთეს მათ, მაგრამ არანირი რეაგირება არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი შეხვდა მათ და დაპირდა პრობლემის მოგვარებას",-ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

ვატო სურგულაძის თქმით კი არსებული დადგენილება ხელისუფლებას აძლევს უფლებას მედიკოსებს ხელფასები დაუგვიანოს, თუმცა დღევანდელ რთულ პირობებში ვალდებულია შესაბამისი კეთილი ნება გამოხატოს. 

"ზუსტად ესაა პრობლემა, ნომებერში სულ სხვა ფასები იყო და მარტში რომ აძლევ იმ თვის ხელფასს. პრაქტიკულად 150 დღიანი დაგვიანება მიიჩნევა როგორც არაფერი, დადგენილების მიხედვით. როცა პანდემიაა და დაძაბულობაა, აქ სახელწმიფოს დავალიანებაა ეს. ამიტომ ახლ ამაინც უნდა გამოეჩინათ კეთილი ნება და ერთი თვით ადრე მაინც უნდა ჩაერიცხათ",-აცხადებს ვატო სურგულაძე. 

ხელფასებტან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ ბავშვთა ინფექციური საავადმყფოოს ექიმები. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიც ჰყავთ, ხელფასი იანვრიდან არ მიუიღიათ. 

"ბოლოს დეკემბრის ხელფასი ავირეთ მარტის ბოლოს. იანვრისას კი ჯერ ისევ ველოდებით. გვეუბევიან, რომ სამინისტროდან ჯერ ჩარიცხვები არაა გაკეთებული",-აცხადებს ნინო გაბისონია.


close დახურვა