logo
ENG



არავისთან დაპირისპირებას არ ვაპირებ, ოცნების გარდა - ელისაშვილი ოპოზიციას ინიციატივით მიმართავს

25 ივნ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა "მოქალაქეების" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას გაუგებრობისა და დაპირისპირების დასასრულებლად ინიციატივას სთავაზობს.

ელისაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს კვლევა ჩაატარონ, რომელიც სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციონერი ლიდერებს გამოკვეთს.

"IRI-ის და NDI-ის მგონი ყველა ვენდობით. მათ ერთობლივად ვთხოვოთ, მთელმა ოპოზიციამ, რომ ჩაატაროს რეპრეზენტატიული კვლევა და გამოიკვეთოს ის 8 ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც დადგება სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში. ვიქნები იქ - ძალიან კარგი, არ ვიქნები - უსინდისო ვიყო, თუ იმ 8 ადამიანს არ დაუჭირო მხარი. არავისთან დაპირისპირებას არ ვაპირებ „ქართული ოცნების“ გარდა. გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას ვეტყვი, რომ ეს რაღაც ჩონგურები რომ მოუმარჯვებიათ ხელში და შაირებით დამსდევენ, იმისთვის, რომ ცხვირი გამიზომონ, თქვან ამ ინიციატივაზე რას ფიქრობენ", - განაცხადა ელისაშვილმა. 


close დახურვა