დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მედიასაშუალებების ნაწილს უპირისპირდება. კალაძის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა ბანერი, რომელზეც სხვა ტელეკომპანიებთან ერთად „ფორმულაც" არის მოხსენიებული, როგორც სიცრუის გამავრცელებელი ტელეკომპანია. თუმცა „ფორმულას" კითხვაზე, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია იყო არასწორი, კალაძე ჟურნალისტებს დალოდებას ურჩევს.
“არ გვერიდება მსგავსი შინაარსის ბანერი. არაფერს არ ვიგონებთ. ჩვენ პასუხები გვექნება, თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე, არგუმენტებით და ფაქტებით. დაელოდეთ გადაცემას დაელოდეთ. ეს არ იქნება პირველი და ერთადერთი. ამას პერმანენტული სახე იქნება. ყველაფერს დაელოდეთ 22:00 საათზე. დაგროვდება ყველა ინფორმაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერმა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანია დააანონსა და ცხვირ-პირში სიმართლის მუშტის მოხვედრით დაემუქრა იმ მედიებს, რომლებიც მისი თქმით, დეზინფორმაციას გაავრცელებენ.