Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი - 90% - ჯარს ენდობა. მეორე ადგილზე ეკლესიაა - 88% ამბობს, რომ მას ენდობა. შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოდის 79%-ით.
პოლიციას 70% ენდობა, უნივერსიტეტებს - 69%; ქართულ მედიას - 68%; პრემიერმინისტრს - 63%; ომბუდსმენს - 61%; ადგილობრივ ხელისუფლებას - 57%; მთავრობას - 52%; ცესკოს - 51%; NGO-ებს - ასევე 51%;
ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოს პრეზიდენტს აქვს - 59% ამბობს, რომ მას არ ენდობა. ასევე 58% არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს; 58% ამბობს, რომ არ ენდობა ქართულ ბანკებს; 54% არ ენდობა პროკურატურას; ასევე 54% არ ენდობა სასამართლოებს; 51% არ ენდობა პარლამენტს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.
ამ თემაზე იხილეთ:
მოსახლეობის 58%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - Edison Research
71% - არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, 23% - ალბათ მივიღებ - Edison Research
მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვე მისი ცხოვრება უკეთესი იქნება - Edison research
ქვეყნის მთავარი პრობლემები: უმუშევრობა, სიღარიბე, მზარდი ფასები - Edison Research
საქართველოს მოსახლეობის 92% ენდობა NATO-სა და ევროკავშირს - Edison Research
საქართველოში ყველაზე მეტად უკრაინას და აშშ-ს ენდობიან, ნაკლებად - რუსეთს - Edison Research
65%-ის თქმით, საკვებსა და პირველად საგნებზე ფული 1 თვე ან ნაკლები ეყოფა - Edison Research
82% - საკვები და პირველადი ნივთები გაცილებით ძვირია, ვიდრე პანდემიამდე - Edison research
მოსახლეობის ნახევრის თქმით, პანდემიისას შემოსავალი შეუმცირდა ან დაკარგა - Edison Research
74%-ის აზრით, Covid-19-ის შედეგებისგან ეკონომიკა სწრაფად ვერ აღდგება - Edison Research
მხოლოდ 19%-ს არ ეშინია, რომ საკვების და საყიდლების თანხა არ ექნება - Edison Research