logo
ENG



ქობულეთის ერთ-ერთ ბუნგალოში კორონავირუსი დაფიქსირდა - იმნაძე მოქალაქეებს აფრთხილებს

15 აგვ 202014:51
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთში, ბუნგალო "ჰავანას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებულის თანამშრომლები ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

რაც შეეხება ვიზიტორებს, იმნაძემ სიფრთხილისკენ მოუწოდა მათ, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ზემოხსენებულ ბუნგალოში იმყოფებოდნენ.

„ერთი ძალიან არასასიამოვნო შემთხვევა გვაქვს. ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა - ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ. იქ არის ასეთი ბუნგალო „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ყველა ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში, მათ გამოიკვლევენ. მაგრამ, 9, 10 და 11 აგვისტოს, ვინც იყო ამ კაფეში ვიზიტორი, მინდა მაქსიმალურად გავაფრთხილო, რომ ფრთხილად, იყვნენ, თუ ოდნავ მაინც რაიმე სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ ცხელების ცენტრებს“, - განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დაფიქსირებული.


close დახურვა