logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, დეა კაპანაძე მასთან შეხვედრას გაურბის და რაღაცას მალავს

25 აგვ 202020:20
3 წუთის საკითხავი
clock 1403

თბილისის პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე გამოკითხეს.

საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი და ოჯახის უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი.

"იმიტომ, მოვედი, რომ დეა იკითხება აქ. წინა დღეებში სიცხე ჰქონდა. ნერვიულობამაც იცის სიცხე. საერთოდ არ მოვიდა და არ შემეხმიანა, დედა და ძმა მომიგზავნა. თვითონ შეეშინდა მოსვლის, ესე იგი რაღაცას მალავს, რაღაცა იცის საქმესთან დაკავშირებით. დედამისმა მითხრა უნდა მოვამზადოო ჩემთან შესახვედრად და როდესაც თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება?", - განაცხადა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

 

 


close დახურვა