logo
ENG



ცერცვაძე მორიგ განცხადებაში ინფექციური კლინიკის საჭიროებაზე საუბრობს

28 აგვ 202022:08
3 წუთის საკითხავი
 
l2p1oc5axe95qjr.jpg

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ინფექციური კლინიკის Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში ინფექციური კლინიკის საჭიროებაზე საუბრობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფექციური პროფილის კლინიკებში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა 12-ჯერ ნაკლები იყო ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკაში. ცერცვაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღესდღეობით საქართველოს კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალიდან ინფექციური პროფილის კლინიკიდან მხოლოდ ოთხია.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საერთაშორისო რეკომენდაციებით მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მიღებას და მომსახურებას შეძლებენ. ცერცვაძის განმარტებით ასეთი დღესდღეობით მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის ცენტრია.

"საერთაშორისო რეკომენდაციებით მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მიღება და მომსახურება შეეძლება. ასეთი კი საქართველოში დღეს მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრია. ყველა დანარჩენი საავადმყოფო ან კერძო საკუთრებაშია, ან კიდევ მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების  მომსახურებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა არა აქვს",-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.


close დახურვა