logo
ENG



ISFED: ოცნების ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრება ეკლესიის მხარდაჭერის განცდას ქმნის

08 სექ 202012:42
3 წუთის საკითხავი
clock 1457
r0zp6dso8scc2om.jpg

მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის - ამის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ანგარიშშია ნათქვამი.

2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED სასულიერო პირებს რეკომენდაციებს სთავაზობს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.  

გამოქვეყნებული ანგარიშში აღნიშნულია, რომ კახეთსა და შიდა ქართლში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას მაღალი რანგის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

11 აგვისტოს, ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. შეხვედრას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი
ესწრებოდა.

10 აგვისტოს, ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო.

14 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.

2 სექტემბერს, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას
სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა) ესწრებოდა.

3 სექტემბერს, ქარელის მოსახლეობას წინაშე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ
ზაალ (ზაზა) დუგლაძის წარდგენას მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი) ესწრებოდა.

19 აგვისტოს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას მრევლს მიმართა და არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. პოლიტიკაში არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომელთაც ბოდიშის მოხდა და ჩადენილი საშინელი დანაშულის აღიარება არ შეუძლიათ და მრევლმა უნდა
შეუნდოს, თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება "რაღაც-რაღაცები მოგვახვიონ თავს". მან მრევლს „წესიერი არჩევანის“ გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც ლანძღავს, მისთვის ყველა მიუღებელია.


close დახურვა