საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 314-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი, 1 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 5866 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2 324 გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5637 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის კი 836. 800 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 8 664 PCR ტესტი ჩატარდა.