logo
ENG



NCDC: საქართველოში COVID-19-ის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 8 008 ტესტი

04 ოქტ 202011:11
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: საქართველოში COVID-19-ის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 8 008 ტესტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 554-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 252 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში COVID-19 სულ 8 118 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4 244 განიკურნა, 50 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5392 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1100 პირი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

NCDC-ს ცნობით, გუშინ, 3 ოქტომბერს, ქვეყანაში 8 008 PCR ტესტი ჩატარდა.


close დახურვა