logo
ENG



კორონავირუსის მენეჯმენტში ჩასართავად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გადამზადდებიან

26 ოქტ 202011:37
3 წუთის საკითხავი
 

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები კოვიდმენეჯმენტში ჩასართავად გადამზადდებიან. ეს ინფორმაცია განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიას გააცნო.

მისი თქმით, ამით შეიქმნება სამედიცინო პერსონალის რეზერვი და ისინი საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან ექიმებს. 

"მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ მაქსიმუმ ერთ კვირაში და გვექნება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების ბაზა, რომელთაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი. საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, ისინი დაეხმარონ ექიმებს", - თქვა მიხეილ ჩხენკელმა. 

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გამოჯანმრთელდა - 603.

 


close დახურვა