რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ პროტესტი გამოაცხადეს. ამის შესახებ РБК-Україна "Spring"-ზე დაყრდნობით იუწყება.
აქტივისტები რუსებს ქვეყნის ყველა ქალაქში საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდებენ. აქცია დაიწყება დღეს, 21 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე.
"ვლადიმერ პუტინმა ახლახან გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცს - ჩვენს მამებს, ძმებს და ქმრებს - ჩააგდებენ ომის ხორცსაკეპ მანქანაში. რისთვის დაიღუპებიან ისინი? დედები და ბავშვები რისთვის დაღვრიან ცრემლებს. პუტინის სასახლისთვის?." - ნათქვამია განცხადებაში.
Нет могилизации! Всероссийская акция протеста. Сегодня, 21 сентября, в 19:00. Центры всех городов
1/9 pic.twitter.com/BVXIc3Fwfx
პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
პუტინის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულება უკვე გაფორმებულია და რუსეთში სამობილიზაციო ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.
სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები.
"ვიმეორებ, საუბარია მხოლოდ ნაწილობრივ მობილიზაციაზე, ანუ გაწვევას ექვემდებარება მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება."- ამბობს პუტინი.