რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაური დენის კაპუსტინი ბელგოროდისა და კურსკის ოლქების მოსახლეობას დიდი დასახლებული პუნქტების დატოვებისკენ მოუწოდებს.
კაპუსტინის თქმით, ვიდეომიმართვის გამოქვეყნებიდან საათ-ნახევარში ხსენებულ რეგიონებში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს დაიწყებენ.
"თქვენმა ხელმძღვანელობამ არ მიიღო არანაირი ზომა თქვენი დაცვისთვის ან ევაკუაციისთვის, ხოლო უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა გრძელდება, როგორც უწინ. იძულებულები ვართ გავხსნათ საპასუხო ცეცხლი სამხედრო ობიექტებზე, საზღვრისპირა რეგიონებში. დაუყოვნებლივ დაიწყეთ ევაკუაცია", - ამბობს РДК-ს ხელმძღვანელი.