logo
ENG



აბაშაში კაცი დაჭრეს

27 ივნ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
3e4ch046rovgh3i.jpg

აბაშაში ცივი იარაღით კაცი დაჭრეს. შსს-ს ცნობით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე დაკავებულია ერთი ადამიანი. ის დანაშაულს აღიარებს.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 


close დახურვა