logo
ENG



აბაშიძე მედვედევის პოსტზე: თქვეს, რომ საიტი გატეხეს

02 აგვ 202217:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/02/m9lmqb2l0u0rzjj.jpg

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ფორმულასთან მედვედევის პოსტის შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმეორებს და ამბობს, რომ მედვედევს ანგარიში გაუტეხეს.

"რაც მე ვნახე, იყო პოსტი, შემდეგ წაშალეს და უარყვეს, თქვეს, რომ საიტი გატეხეს."- ამბობს აბაშიძე.

"არა, არ ვაპირებ."- ასე უპასუხა აბაშიძემ ჟურნალისტს კითხვაზე, აპირებს თუ არა ის კარასინთან ამ თემაზე საუბარს.

რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში 2 აგვისტოს გაჩნდა დმიტრი მედვედევის პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს და ყაზახეთში რუსების გენოციდი მოეწყო. პოსტი რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა მისი ე.წ. სქრინშოტები ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა, არ არსებობდა და ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში შეიქმნა:

"ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში".

მოგვიანებით, დმიტრი მედვედევის თანაშემწემ რია ნოვოსტის განუცხადა, რომ ანგარიში გატეხეს.


close დახურვა