logo
ENG



აბაშიძის ძმა: სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია... დარეგისტრირებული იარაღი აქვს

09 მაი 202423:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/5s1z8ag927t2nry.jpg

უჩა აბაშიძის ძმა, გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ უჩა სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია და სახლში დარეგისტრირებული იარაღი ჰქონდა.

"მოლაშქრეა ყველამ იცის, მილიტარისტია... სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს... რა ვიცი... მათ შორის დარეგისტრირებული იარაღიც აქვს", - თქვა გიორგი აბაშიძემ უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ.

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მისი თქმით, აბაშიძესთან მხოლოდ სამი წუთით გასაუბრების საშუალება ჰქონდა. სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

"უკვე დაკავებული ადამიანი ჩამოჰყავდათ სახლიდან, მაშინ აგვიშვეს ჩვენ. დაცვის უფლება უჩა აბაშიძეს უკვე დარღვეული აქვს", - თქვა აბაშიძის ადვოკატმა. 

ამ დროისთვის აბაშიძის სახლთან მის მხარდასაჭერად მოქალაქეები არიან შეკრებილნი.

პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. აბაშიძეს ტელეფონის გამოყენების უფლებას და მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს. 

ბლოგერის ასევე ძმა ამბობს, რომ დაკავება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უჩა აბაშიძის აქტიურობას უკავშირდება.


close დახურვა