logo
ENG



აბიტურიენტთა ნაშრომები გასწორებამდე კარანტინს გაივლის

06 ივლ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 
ik4wynsylh6l6hw.jpeg

ეროვნული გამოცდების შემდეგ აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცლები რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ნაშრომები კარანტინში 3 დღით იქნება.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ფურცლიდანაც რაღაც ვირუსი გადავიდეს. გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ესეც არის წესი, რომელიც გაგვიწიეს ჯანდაცვის სამინისტროში და შესაბამისად ამ რეკომენდაციას ვიცავთ“,- განუცხადეს ფორმულას ეროვნული გამოცდების პრესსამსახურში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო. აბიტურიენტებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს.


close დახურვა