აბუ-დაბიში მსოფლიოში უძველეს მარგალიტს მიაგნეს. ძვირფასი ქვა რვა ათას წელიწადს ითვლის. სპეციალისტებმა ის მარავას კუნძულზე, არქეოლოგიური სამუშაოებისას იპოვეს. ხელისუფლების განცხადებით, აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ნეოლითის დროიდან რეგიონში მარგალიტით ვაჭრობდნენ. მსოფლიოში უძველესი მარგალიტის ხილვას დამთვალიერებელი თვის ბოლოდან, აბუ-დაბიში მდებარე ლუვრის გალერეაში შეძლებს.