logo
ENG



აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, სავარაუდოდ, მოკლულია - სპეცოპერაცია ISIS-ის წინააღმდეგ

27 ოქტ 201911:12
3 წუთის საკითხავი
 
wrvtl6qq8hbnalv.png

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. დაუდასტურებელი ცნობით, მოკლულია ისლამური სახელმწიფოს ლიდერი.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ცნობა უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა არც ერთხელ დადასტურებულა.

ინფორმაციას არ ეხმაურება თეთრი სახლი, თუმცა რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ალ-ბაღდადის მოკვლის ფაქტს შეეხმიანა აშშ-ის პრეზიდენტი.


close დახურვა