logo
ENG



ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს

19 მარ 202419:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/19/k2yixj4ul0w9qy0.jpg

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს.

პარლამენტში გადაწყვეტილებას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

იონათამიშვილი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო. ფრაქციას ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიცაა.

ამასთან, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს შეუწყვიტა, რომელიც ახლა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს.


close დახურვა