logo
ENG



ადამიანის უფლებების საკითხებში პუტინის მრჩეველთა საბჭოს წევრი საქართველოში იმყოფებოდა

12 ივნ 202318:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/u8d6umk80tu8gjt.jpg

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, შოთა გორგაძე საქართველოში იმყოფებოდა - ამის შესახებ ვიდეო მან თავის Instagram-გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეო, სავარაუდოდ, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული. ამ ეტაპზე, მისი Instagram-გვერდი დახურულია და ვიდეო აღარ იძებნება.

როგორც ცნობილია გორგაძე ადამიანის უფლებების საკითხებში ვლადიმერ პუტინის მრჩეველთა საბჭოს წევრია. მედიაში გავრცელებული ცნობით ის ასევე რუსი პროპაგანდისტის სოლოვიოვის ადვოკატია.

ეს პუტინთან დაახლოებული წრის წევრების საქართველოში ყოფნის პირველი შემთხვევა არ არის - აქ იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი, ის ყვარელში ქორწილს იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოსულები იყვნენ დასავლური სანქციების ქვეშ მყოფი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვიც.


close დახურვა