logo
ENG



ადგილმონაცვლეობა მშენებლებს, ეზო ბავშვებს - ანას ბაღის დამცველებმა აქცია გამართეს

08 მაი 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

"ადგილმონაცვლეობა მშენებლებს, ეზო ბავშვებს" - ამ სლოგანით დღეს ანას ბაღის დამცველებმა აქცია გამართეს. აქტივისტებმა ადგილზე ფეხსაცმელები მიიტანეს, რომლებიც სიმბოლურად იმ ადამიანებს გამოხატავდნენ, ვინც მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა შეკრების შეზღუდვის გამო ვერ მივიდნენ. მოქალაქეები საქმეში პირადად კახა კალაძის ინტერესებს ხედავენ და თბილისის მერიასთან 23 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

"ადგილობრივი მოსახლების თქმით, დიდი უსამართლობაა, როცა ღობის იქით მშენებლებს შეკრების უფლება აქვთ, სამშენებლო სამუშაოების წარმოების უფლება და მათ კი აღნიშნულის გაპროტესტების საშუალებაც არ აქვს. ფეხსაცმელებიც სიმბოლურად წარმოადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ მშენებლობის გაპროტესტება, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამო აღნიშნულის უფლება აკრძალული აქვთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 11-ში ჩვენ ვასაჩივრებთ გადაწყვეტილებას სააპელაციოში და ასევ 23-ში ვგეგმავთ მასშტაბურ აქციას მერიასთან",-აღნიშნავს ადგილობრივი.

ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ კალაძის ინტერესები აღნიშნულ საკითხში აშკარა და ცალსახაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები ამგვარად არ განვითარდებოდა და გადაწყვეტილება დარჩებოდა სააპელაციო სასამართლოში. 

"ყოვლად დაუსაბუთებლად სააპელაციომ თავად კი მიიღო გადაწყვეტილება, არამედ დაავალა ისევ საქალაქოს. იქ თუ რამე საეჭვო იყო, სააპელაციოს უნდა გადაეწყვიტა ეს საკითხი, მაგრამ თავიდან აიცილა ეს ტვირთი და შესტენეს ისევ საქალაქოს. ჩვენ ვხედავთ მერიის ჩარევას ამ საკითხში, კერძოდ კი ვფიქრობთ რომ კალაძეა დაინტერესებული და გამოეპარათ პირველ ინსტანციაში, რაც უკვე მეორეში გამოასწორეს",-განამრტავს ადგილობრივი.



close დახურვა