logo
ENG



ადვოკატი სამართალდამცავ სტრუქტურებს სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენაში ადანაშაულებს

07 დეკ 201913:38
3 წუთის საკითხავი
 
z9z5fs8858jillh.jpg

ადვოკატი აკაკი ჯანელიძე სამართალდამცავ სტრუქტურებს მისი და მისი კლიენტების სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, პროკურატურამ უკანონოდ მოპოვებული კონფინდენციალური ინფორმაცია გამოიყენა იმისათვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო დარბაზში დაეკავებინა.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე ის ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ პირს იცავს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით მისცა.

„არ შეიძლება კლიენტსა და ადვოკატს შორის ფარული მოსმენა-მიყურადება განხორციელდეს, მით უფრო სამართლებრივად წარმოუდგენელია, რომ აღნიშნული გამოიყეოთ ჩემი კლიენტის საწინააღმდეგოდ. მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, რომ მოიკვლიონ აღნიშნული ფაქტო. აღნიშნული არის სრული უკანონობა, შესაძლოა შეიცავდეს სხვა დანაშაულის ნიშნებსაც, რასაც სჭირდება დამოუკიდებელი ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს რა მექანიზმით, რის საფუძველზე ჩემი და ჩემი კლიენტის კონფიდენციალური ურთიერთობის მოსმენა-მიყურადება და მისი სასამართლოში წარდგენა მტკიცებულების სახით,“ - განაცხდა ადვოკატმა აკაკი ჯანელიძემ.


close დახურვა