logo
ENG



ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან ზარები აუკრძალეს

05 ოქტ 202115:44
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, პროკურატურამ ციხეს დაავალა, სააკაშვილს სატელეფონო ზარები აუკრძალონ. ადვოკატის თქმით, არცერთ მსჯავრდებულს არ ეკრძალება ზარები. 

"დღეს ციხემ მიიღო პროკურატურიდან მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება. მსგავსი რამ არცერთ საქმეზე არ ხდება, რომელზეც სამართალწარმოება დასრულებულია. მსჯავრდებულ პირებს ზარის უფლება არ ეზღუდებათ და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროკურატურამ მიიღო ეს სამარცხვინო, მდაბიო, უღირსი გადაწყვეტილება", - თქვა ბექა ბასიალაიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 

  


close დახურვა