წყნეთი-ბეთანიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, "პორშეს" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის ავტომობილიდან გადმოსაყვანად მაშველებს სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.