ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბეგაშვილის თქმით, აქედან 7 რუსთავის მკვიდრია.
2 სექტემბერს ჩაქვში სასტუმრო ოაზისში კონფერენციაში მონაწილე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის რუსთავის ავერსის კლინიკაში მუშაობს. სასტუმროში 400 ექიმი კონფერენციას ესწრებოდა. ახლა ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან.
3 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, დღესდღეობით ქვეყანაში საყურადღებო სწორედ ავერსის კლინიკაა.
4 სექტემბერს საქართველოში სულ კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.