logo
ENG



ავთო წერეთელი: გინდ დამიჭირეთ, გინდ არა, TV პირველი მიკერძოებული არასდროს იქნება

10 ოქტ 201912:27
3 წუთის საკითხავი
 
0sdzifnngehmnmh.jpeg

ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის მამის, ავთო წერეთლის განცხადებით, მისი დაჭერიც შემთხვავშიც კი, ტელეკომპანიას არაფერი შეეხება. განცხადება მან „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. პროკურატურა ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრებას ედავება.

წერეთელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა, 2020 წლის არჩევნებისთვის კრიტიკული მედიის გაჩუმებას ემსახურება.

„ეს ყველაფერი 2020 წლის არჩევნებისთვის ხდება, რათა კრიტიკული მედია არ არსებობდეს. მიმართულია იმ ტელევიზიების წინააღმდეგ, ვინც მთავრობას არ ემორჩილება. ყველა ასეთ ტელევიზიას საქმე აღუძრეს. გინდ დამიჭირეთ, გინდ არა. ჩვენი ტელევიზია მიკერძოებული არასდროს არ იქნება. იქნება ისეთი თავისუფალი, როგორიც დღეს არის. მამას დაიჭერენ, თუ სხვას, ჩემი ოჯახი არ დაუშვებს ეს საკითხი ტელევიზიას შეეხოს,“ - განაცხადა ავთო წერეთელმა.

 


close დახურვა