"პეგასუს ეარლაინსის" კუთვნილი თვითმფრინავი, სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში დაშვების შემდეგ ბილიკიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა სულ მცირე 170 ადამიანი.
ავარიული დაშვების შედეგად კორპუსი რამდენიმე ნაწილად დაიშალა. თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.
თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, 182 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი მიზეზი უამინდობა და ცუდი ხილვადობა გახდა.