logo
ENG



ავიაციის სააგენტო: ზაფხულში რუსეთსა და საქართველოს შორის 1 761 ფრენა შესრულდება

22 მაი 202411:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/t4cqvlkwffrxf89.png

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და რუსეთს შორის 1 761 ფრენა შესრულდება. ეს რეისების საერთო რაოდენობის 13%-ია.

მათი თქმით, ფრენებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს.

"საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას", - აცხადებენ სააგენტოში.


close დახურვა