logo
ENG



ავსტრიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საზღვარზე მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდა

10 აგვ 202317:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/10/wjb20nwka3j0w5f.jpg

ავსტრიის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ავსტრიისა და უნგრეთის საზღვარზე 20-მდე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა Kronen Zeitung იუწყება, სასაზღვრო პოლიციამ რუტინული შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა, რა დროსაც მძღოლი გაიქცა. აღმოჩნდა, რომ ფურგონში ოცზე მეტი ადამიანი იმალებოდა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც.

მძღოლის გაქცევიდან მალევე დადგინდა, რომ იგი ეროვნებით ქართველი იყო, ხოლო რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მისი პოვნა შვეულმფრენის საშუალებით მოხერხდა, რის შემდეგაც იგი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის თქმით, მძღოლის დაკავება დანაშაულებრივი ჯგუფის შეცდომის შედეგად გახდა შესაძლებელი. კერძოდ, მას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაკავებულ პირს ეგონა, რომ ამ კონკრეტულ ადგილას საზღვარი დაუცველი იქნებოდა და ავსტრიაში შესვლასაც შემოწმების გარეშე მოახერხებდა.


close დახურვა