ავსტრიის საელჩო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ავსტრია გააგრძელებს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას.
"გუშინ ისტორიული დღე იყო: ევროპულმა საბჭოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს! შემდეგი ეტაპი: ევროპული კომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება. წარმატებას და ძალას გისურვებთ! ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას"- ნათქვამია განცხადებაში.
14 დეკემბერს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.