logo
ENG



ავსტრიის საელჩო შოვზე: იმედია, ყველა, ვინც დაკარგულად ითვლება, უვნებლად დაბრუნდება სახლში

05 აგვ 202318:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/vbbz9ejpzxplz4i.jpg

ავსტრიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

"ავსტრიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

ავსტრიის საელჩო თვალს ადევნებს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო სამუშაოებს და დიდ იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 21 ადამიანთან. 


close დახურვა