ქარელი-ხაშურის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.
გავრცელებული ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურთან შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს 10 ადამიანი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.