თავდასხმების სერია ავღანეთში - პოლიციის ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები ქაბულში სამშობიარო კლინიკის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, 15 კი დაშავდა. თავდასხმის დროს სამართალდამცველებმა საავადმყოფოდან 80-ზე მეტი ქალისა და ახალშობილის ევაკუაცია შეძლეს.
კიდევ ერთი თავდასხმა კი ქვეყნის აღმოსავლეთით, დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა. იქ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას აუღია.