logo
ENG



აზარტული თამაშების აკრძალვა და დაკარგული თითქმის 2 მილიარდი - შაბათის ფორმულა

09 აპრ 202220:35
3 წუთის საკითხავი
 

ღარიბაშვილმა საზოგადოებას ინიციატივა გააცნო - მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვა, 25 წლამდე პირებისთვის თამაშის აკრძალვა და მსგავსი. რეალურად ამ გადაწყვეტილებით ღარიბაშვილმა - მედია საშუალებებმა შემოსავლის დაახლოებით 20% დაკარგეს. სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ბაზარზე გააქტიურდნენ უცხოური ტოტალიზატორები, რაც ქვეყნიდან დაახლოებით 2 მილიარდი ლარის გადინებას ნიშნავს. 25 წლამდე პირები და საჯარო მოხელეები განაგრძობენ თამაშს საქართველოში - მეზობლების, მეგობრების, ოჯახის წევრებისა თუ სხვების დახმარებით. ან უცხოურ ტოტალიზატორებში, რომლებსაც ხელისუფლება საერთოდ ვერ აკონტროლებს. შედეგად გამოდის, რომ სახელმწიფომ კანონის შემოღებით მხოლოდ წააგო.

 


close დახურვა