აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს, რომ შეტევის შემთხვევაში სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე საპასუხო დარტყმას განახორციელებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიახლიმ განაცხადა.
ინფორმაციას tvrain.ru ავრცელებს. მედიაში გავრცელდა ვარაუდი, რომ ერევანმა შესაძლოა, აზერბაიჯანში მდებარე მინგეჩევირის წყალსაცავზე შეტევა განახორციელოს. სწორედ ამ ვარაუდს გამოეხმაურა პოლკოვნიკი.
"სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ უახლეს სისტემებს, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, მაღალი სიზუსტით შეუძლია მეცამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის მიტანა, რაც სომხეთისთვის უდიდესი ტრაგედია იქნება“, - განაცხადა დარგიახლიმ.