logo
ENG



აზერბაიჯანში პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვები მკაცრდება

19 ივნ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანში პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვები მკაცრდება. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ​ სპეციალური კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა.  

21 ივნისიდან აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში 14-დღიანი საყოველთაო იზოლაცია გამოცხადდა, რომლის დროსაც მოსახლეობა სახლების დატოვებას მხოლოდ სპეციალური საშვების გამოყენებით შეძლებს.

აიკრძალება სავაჭრო ცენტრების, კვების ობიექტებში და სილამაზის სალონების საქმიანობა. ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19 ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა. ვირუსს საერთო ჯამში 1389 ადამიანი ემსხვერპლა. 


close დახურვა