აზოვის ბატალიონის ინფორმაციით, მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა "სიჩუმის რეჟიმი" დაარღვიეს და საევაკუაციო ავტომობილი ჩაცხრილეს, რომელიც აზოვსტალში მშვიდობიანი მოქალაქეების წამოსაყვანად ჩადიოდა.
თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი სამხედრო, კიდევ 6 დაიჭრა.
"ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე რუსებმა გამოიყენეს ანტისატანკო რაკეტა და ესროლეს ავტომობილს. ეს ავტომობილი მიემართებოდა მშვიდობიან მოქალაქეებთან, რათა ქარხნის ტერიტორიიდან გამოეყვანა. მტერი აგრძელებს ყველა შეთანხმების დარღვევას და არ იცავს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ეხება", - ამბობენ აზოვის ბატალიონში.