logo
ENG



აზოვის ბატალიონი: ოკუპანტები აზოვსტალზე იერიშის მიტანას აგრძელებენ, მცველები მათ იგერიებენ

14 მაი 202218:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/14/vzaee79mnf07ucf.jpeg
ფოტო: აზოვის ბატალიონი

აზოვის ბატალიონის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის მცველებს კვლავ ბომბებს ესვრიან, იყენებენ მძიმე არტილერიას და აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე იერიში მიაქვთ.

ბატალიიონში ამბობენ, რომ აზოვსტალის მცველები ოკუპანტებს იგერიებენ.

"მტერს აზოვსტალის ტერიტორიაზე ისევ იერიში მიაქვს, იყენებს ბევრ ადამიანურ რესურსს, რათა უკრაინის პოზიციები შტურმით აიღოს. აგდებენ ავიაბომბებს, აამოქმედეს მძიმე არტილერია და ტანკები. მიუხედავად უკიდურესად კრიტიკული სიტუაციისა, მცველები იყენებენ არაადამიანურ ძალისხმევას, რათა მოიგერიონ ოკუპანტები და მათი ჯარი შეაჩერონ", - წერია აზოვის ბატალიონის განცხადებაში.


close დახურვა